суббота, 1 июня 2019 г.

მეცხრე დღე

  
დღევანდელი დღე ტრენინგის ბოლო შეხვედრა იყო. გავიარე ტრენინგის სრული კურსი .მთლიანად ტრენინგი ძალიან საინტერესო და ბევრის მომტანი გამოდგა. შესწავლილი პროგრამები და პროექტებით სწავლება ძალიან დამეხმარება ჩემს პედაგოგიურ საქმიანობაში.
     მოვისმინეთ ჯგუფის წევრების პროექტების ზოგადი მიმოხილვა, თითოეული პროექტის თემა იყო  ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანი . პრეზენტაციის შემდეგ ერთმანეთს მივეცით უკუკავშირი.
   დავამუშავე გეგმა, გავითვალისწინე როგორც კოლეგების ასევე ტრენერის რჩევები და ავტვირთე ბლოგზე.
    მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ტრენერს, ინგა კახიანს, ასეთი მაღალი დონის ტრენინგის   სწავლებისთვის

воскресенье, 26 мая 2019 г.

მერვე დღის რეფლექსია

პროექტის  გეგმაში  დავწერეთ  პროცედურები,ვიმუშავეთ  ბლოგზე,  ვისწავლეთ  როგორ  დავამატოთ  სასარგებლო  ბმულები  და  გაჯეტები.

რესურსები

სწავლისა და გამომგონებლობის უნარ-ჩვევები
შემოქმედებითობა და გამომგონებლობა
     მუშაობის ორიგინალობისა და გამომგონებლობის დემონსტრირება;
     ახალი იდეების განვითარება, განხორციელება და სხვებისთვის გაზიარება;
     ახალი და მრავალფეროვანი პერსპექტივებისთვის ღიაობა და მზაობა;
     შემოქმედებითი იდეების პრაქტიკული გამოცდა ინოვაციურ სფეროში, მასში ეფექტური და რეალური წვლილის შესატანად.
კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა
     საღი მსჯელობა და აღქმა;
     რთული არჩევანის გაკეთება და გადაწყვეტილებების მიღება;
     სხვადასხვა სისტემას შორის ურთიერთდამოკიდებულების გააზრება;
     მიზნობრივი კითხვების ფორმულირება და დასმა სხვადასხვა მოსაზრების გასაცნობად და უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად;
     ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხების გასაცემად.
კომუნიკაცია და თანამშრომლობა
     იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით;
     სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება;
     საერთო მიზნების მისაღწევად საჭირო კომპრომისისთვის მზადყოფნისა და მოქნილობის დემონსტრირება;
      პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში.
საინფორმაციო, მედია და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები
საინფორმაციო წიგნიერება
      ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;
      ინფორმაციაზე წვდომისა და მისი გამოყენების ეთიკური და სამართლებრივი საკითხების საფუძვლიანი ცოდნა.      
მედიაწიგნიერება
      მედიაგზავნილების შექმნის, მათი მიზნობრიობის, გამოყენებული ინსტრუმენტების, მახასიათებლებისა და კონვენციების ცოდნა;
      მესიჯების ინდივიდუალურ დონეზე ინტერპრეტაციას/გაგებას შორის განსხვავებების, მედიაგზავნილებში ღირებულებებისა და მოსაზრებების გათვალისწინების ან უგულებელყოფის და რწმენაზე თუ ქცევაზე მედიის გავლენის საკითხების შესწავლა და ანალიზი;

      ინფორმაციაზე წვდომისა და მისი გამოყენების ეთიკური და სამართლებრივი საკითხების საფუძვლიანი ცოდნა.

суббота, 25 мая 2019 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია



დღეს განვიხილეთ მოსწავლის შეფასების რუბრიკა და პრეზენტაციას მოსწავლის მრავალმხრივი ინტელექტის შესახებ..
გავეცანით VI  მოდულს. ვისაუბრეთ მოსწავლის აღქმის სტილზე,დიფერენცირებულ მიდგომაზე. რესურსებში დავათვალიერეთ და ჩამოვტვირთეთ მოსწავლის მხარდაჭერის ნიმუში და შევავსეთ იგი.  
 პროექტის გეგმაში შევავსეთ სასწავლო პროცედურების ველი.

воскресенье, 19 мая 2019 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

ვიმუშავეთ  პროექტის   პრეზენტაციაზე,ვიმუშავეთ  ბლოგზე   პროექტის  პრეზენტაციის  ჩაშენებაზე,  ვისწავლეთ  სურათების  ჩასმა  და  ბმულის  გამოქვეყნება 

ბუკლეტი ,,ჯანსაღ სხეულში , ჯანაღი სულია"

პროექტის ბუკლეტი

მეხუთე დღის რეფლექსია

  ვისწავლეთ პეზენტაციის ატვირთვა ბლოგში, გავეცანით  საქართველოს საავტორო უფლებების საიტს, გავაკეთეთ ტესტი საავტორო უფლებების შესახებ, ვნახეთ პრეზენტაცია საავტორო უფლებები შესახებ და პრეზენტაცია სანდო ინფომაციის მოძიებაზე ინტერნეტში. ვნახეთ  მოსწავლეთა სანიმუშო ნამუშევრები, მოვიძიეთ ინფ.ჩვენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისათვის და დავგეგმეთ ამაზე მუშაობა. 

მეცხრე დღე

   დღევანდელი დღე ტრენინგის ბოლო შეხვედრა იყო. გავიარე ტრენინგის სრული კურსი .მთლიანად ტრენინგი ძალიან საინტერესო და ბევრის მომტანი გამოდგ...